ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუხთარლის საქმეზე სახ. დეპარტამენტი განცხადებას აქვეყნებს


30 მაისს საქართველოში გაუჩინარებული და ამჟამად აზერბაიჯანში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 3 ივნისს პრეს განცხადებას აქვეყნებს, სადაც ვკითხულობთ, რომ აშშ-ი წუხს ამ მდგომარეობის შესახებ, რომელიც თბილისში დაიწყო, შემდეგ კი აზერბაიჯანში გაგრძელდა.

"ჩვენ შეშფოთებული ვართ თბილისში მომხდარი გატაცებით და შემდგომში, აზერბაიჯანში განვითარებული საქმით, ჟურნალისტ აფგან მუხთარლისთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გვაშფოთებს 25 მაისს აზერბაიჯანში, პოპულარული ფრონტის პარტიის თავმჯდომარის მოადგილის გოზალ ბაირამლის დაკავება."

სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს აზერბაიჯანის მთავრობას გაათავისუფლოს დაპატიმრებულნი, ისინი, ვინც საერთაშორისო და ეუთოს სტანდარტებით თავიანთ ძირითად უფლებებს ახორციელებდნენ.

დეპარტამენტის პრეს სპიკერის განცხადებით, აშშ-ის საგარეო უწყება თვალს ადევნებს საქართველოს მიერ განხორციელებულ გამოძიებას, რომელიც ამ ფაქტს სწავლობს და მოუწოდებს მას სრულყოფილი, გამჭვირვალე და დროული მოკვლევის ჩატარებას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG