ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვის მთავრობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გასამართად გადადგა


მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, იონ კიკუ და მისი მთავრობა გადადგა. ამ ნაბიჯით, მინისტრთა კაბნეტმა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის საფუძველი შექმნა.

კიკუ აცხადებს, რომ გადაწყვტილება გადადგომის შესახებ, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულ პრეზიდენტთან, იგორ დოდონთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, 23 დეკემბერს მიიღო.

„ეს [არჩევნები] არის მიზანი, რომელიც ჩვენ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ იმისთვის, რომ ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდეს", - განაცხადა გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა.

მიმდინარე თვის დასაწყისში, კიშინიოვში 20 000-მდე დემონსტრანტი, საპროტესტო აქციებზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვდა. მიზეზი კანონმდებლებთა გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, დაზვერვის სამსახურზე კონტროლი, ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტს ენიჭებოდა.

ეს საკანონმდებლო ცვლილება, პარლამენტის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა იმ ფონზე, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში, პრორუსი პრეზიდენტი, პრო-დასავლურად განწყობილმა, მაია სანდუმ დაამარცხა. სანდუს ინაუგურაცია 24 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

პროდასავლელ არჩეულ პრეზიდენტს, ქვეყნის საპარლამენტო მოწყობის პირობებში, მნიშვნელოვანი ცვლილებების მოსახდენად საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერა სჭირდება. არჩევნების შემდეგ, სანდუმ უკვე მოითხოვა რუსული ჯარების გაყვანა დნესტრისპირეთიდან. განცხადებას მალევე მოჰყვა კრემლის გაფრთხილება, რომ ამან, შესაძლოა, „სერიოზული დესტაბილიზაცია“ გამოიწვიოს.

მოსალოდენლია, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, სანდუ პარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ წარადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG