ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალიში პარლამენტარი მოკლეს


პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით საკუთარ თავზე ალ-შაბაბის დაჯგუფებამ აიღო.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, შაბათს, დედაქალაქში, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სომალელი პარლამენტარი მოკლეს.

მუსტაფა მოჰამედ აბდულაჰის რამდენიმე ტყვია მოხვდა და საავადმყოფოს გზაზე გარდაიცვალა. მკვლელები გაიქცნენ. პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით საკუთარ თავზე არავის აუღია.

გარდაცვლილი ყოფილი პრეზიდენტის, შარიფ შეიხ აჰმედის სიმამრი იყო, რომელმაც გასულ თვეს მეორე ვადით საპრეზიდენტო არჩვენებში გამარჯვება ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ ახალ პრეზიდენტზე - ჰასან შეიხ მოჰამედზე 12 სექტემბერს თავდასხმა იგეგმებოდა. თუმცა, უსაფრთხოების თანამშრომლებმა თვითმკვლელების გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ-შაბაბის დაჯგუფებამ აიღო.
XS
SM
MD
LG