პარასკევს ფარმაცევტულმა კომპანია "მოდერნამ", კონკურენტ "ფაიზერს" და მის გერმანელ პარტნიორ "ბიონტექს" პატენტის თაობაზე კანონის დარღვევისთვის უჩივლა. საუბარია COVID-19 ვაქცინის პირველ ვარიანტზე, რომლის ტექნოლოგიაც, "მოდერნას" მტკიცებით, კონკურენტმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა მათგან დააკოპირეს.
საჩივრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, "ფაიზერის'' აქციების ღირებულება თითქმის 1%-ით, ხოლო "ბიონტექის" ამერიკული აქციები დაახლოებით 1,5 %-ით დაეცა. რაც შეეხება "მოდერნას" აქციებს, მისი ღირებულება 1,7%-ით გაიზარდა.
სარჩელი, რომელიც კომპანიებს სავარაუდოდ საკმაოდ დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანს, ამერიკის სასამართლოში, მასაჩუსეტსის შტატშია შეტანილი. "მოდერნაში" ამბობენ, რომ სავარუდოდ, კიდევ ერთ სარჩელს გერმანიაში, დიუსელდორფის სასამართლოშიც შეიტანენ.
"ჩვენ ეს სარჩელები შეგვაქვს, რათა ინოვაციური mRNA ტექნოლოგიების პლატფორმა დავიცვათ, რომლის პირველი შემქნელები ჩვენ ვიყავით. მის შექმნასა და დაპატენტებაში მილიარდობით დოლარი გვაქვს ჩადებული",- ნათქვამია "მოდერნას" აღმასრულებელი დირექტორის, სტეფანი ბანსელის განცხადებაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი სარჩელი ხელს არ შეუშლის მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში და ყველა მსურველს ექნება საშუალება, რომ აიცრას.