დღეს შვედეთმა, პარასკევს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთ, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. თავდასხმამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 15 კი დაშავდა.
დაკავებულია 39 წლის უზბეკი, რომელსაც, როგორც მიაჩნიათ, "ექსტრემისტული სიმპათიები" გააჩნია. მას ბრალდება, რომ სავარაუდოდ, მოპარული სატვირთო მანქანით, ალენსის მაღაზიასთან ადამიანების ჯგუფში შევარდა.
თავდასხმის შემდეგ, კვირას, ათიათასობით შვედი სტოკჰოლმში, როგორც თვითონ უწოდეს, „სიყვარულის ფესტივალზე“ გამოვიდა.
ერთ ქალს ეკავა პლაკატი წარწერით, „ჩვენ შიშით არ ვპასუხობთ, ჩვენ სიყვარულით ვპასუხობთ“.
Facebook Forum