ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ჩასვლის პროტოკოლი "დიდი ალბათბით" ხვალიდან შეიცვლება


საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში ხვალიდან, სავარაუდოდ, შეიცვლება პანდემიის დროს საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დაბრუნების პროტოკოლი.

PCR ტესტის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების სავალდებულო კარანტინის გარეშე შეეძლებათ ქვეყანაში შესვლა, თუმცა მათ თვითიზოლაციაში ყოფნა მოეთხოვებათ.

„საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლას სავალდებულო კარანტინის აუცილებელი მოთხოვნის გარეშე, მათ შეუძლიათ შემოვიდნენ PCR ნეგატიური ტესტებით და შემდეგ გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში. ეს იქნება საკმარისი. ჩვენ მომზადებული გვაქვს მთავრობის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან დიდი ალბათობით უკვე ხვალიდან ეს გადაწყვეტილება შევა ძალაში და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური PCR ტესტის ცნობით შემოვიდნენ ქვეყანაში. ესეც საკმაოდ დადებითი ცვლილებაა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო მეტად გააქტიურდება თუნდაც იგივე ბიზნესი, ვიზიტები საქართველოში", - აცხადებს მინისტრი.

თურნავას თქმით, მოქალაქეებს ექნებათ არჩევანი კარანტინი PCR ტესტით ჩაანაცვლონ, თუმცა, „თუ ვინმეს არ აქვს საშუალება, შესაძლებლობა, დრო, რომ მოიპოვოს PCR ტესტი“ ამ შემთხვევაში მთავრობა მათ უფასო საკარანტინო სასტუმროში გადაიყვანს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG