ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით: “ შეერთებული შტატები პრეზიდენტ ობამას მეთაურობით სამშვიდობო შეთანხმების მომხრეა, რომელიც დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას დაუდებს სათავეს.“

დღეს ქალბატონი კლინტონი პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს და იორდანიის მეფეს აბდულას შეხვდა. პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლის ნაბილ აბუ რუდეინას განცხადების თანახმად შეხვედრამ სერიოზულ ატმოსფეროში ჩაიარა და შემდგომი მოლაპარაკებები ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის შეხვდრაზე გაგრძელდება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრამდე მაჰმუდ აბასი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ ორი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.

ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების წარმომადგენლის ჯორჯ მითჩელის განცხადებით მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს ებრაული დასახლებების საკითხთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG