ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი სანქციების მოსახსნელად, კრემლს მინსკის შეთანხმებების დაცვას სთხოვს


2015 წლის შემდეგ ანგელა მერკელი რუსეთში პირველად ჩავიდა. გერმანიის კანცლერი სოჭში მდებარე საზაფხულო რეზიდენციაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მინსკის შეთანხმებების პროცესის ჩანაცვლების საჭიროება არ არსებობს. “ჩემი მიზანია მინსკის აკორდების იმპლემენტაციაში იმ ეტაპს მივაღწიოთ, როცა რუსეთის წინააღმდეგ ევროპის კავშირის სანქციების მოხსნა გახდება შესაძლებელი”. ოთხშაბათს ვლადიმირ პუტინი თურქ კოლეგას, პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს ხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG