ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელს რუსეთთან მოლაპარაკებების გაგრძელება სურს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ რიგ საკითხებზე, ევროკავშირის მოლაპარაკებები რუსეთთან სასარგებლო იქნება. განსაკუთრებით, თუ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ვეტყვით, რომ კიბერთავდასხმები პროდუქტიული ურთიერთობების საფუძველი არ არის, - აცხადებს მერკელი.

„ვფიქრობ, უკეთესი იქნება არა მხოლოდ ერთმანეთთან ვისაუბროთ, არამედ ასევე დავუპირისპირდეთ რუსეთის პრეზიდენტს ამ საკითხებზე და ვუთხრათ, რომ ასეთ საფუძველზე, ნაყოფიერი თანამშრომლობა შეუძლებელია“ - უთხრა გერმანიის კანცლერმა გერმანელ და ფრანგ კანონმდებლებს.

პარასკევს ევროკავშირის ლიდერებმა უარყვეს ფრანკო-გერმანული ინიციატივა, რუსეთთან სამიტის გამართვის შესახებ. ეს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ სამიტი აღმოსავლეთ-დასავლეთის უერთიერთობების შესახებ, არასწორი გზავნილი იქნებოდა.

„რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ამჟამად ნამდვილად არ არის კარგი, მაგრამ ცივი ომის დროსაც კი, ადამიანების ერთმანეთ ს ესაუბრებოდნენ. ამიტომ, ვფიქრობ დუმილი პრობლემის მოგვარებას არ უწყობს ხელს“ - ამბობს მერკელი.

გერმანიის კანცლერი ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა დაადგინეს საკითხები, რომლის შესახებაც რუსეთს უნდა მიმართონ. ლიდერებმა ოფიციალურ პირებს დაავალეს, რუსეთთან მოლაპარაკებების გასამართად, ფორმატებსა და პირობებს გაეცნონ.

ბელარუსსა და უკრაინაში რუსული გავლენის შესახებ ევროკავშირის შეშფოთების მიღმა, მერკელმა ასევე გამოყო საკითხები, რომლის შესახებაც მისი თქმით, რუსეთთან საუბარი აუცილებელია, რათა დადგინდეს, „რამდენად შესაძლებელია ერთობლივი შედეგების მიღწევა“. ეს საკითხებია: განიარაღება, სირიისა და ლიბიის მომავალი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG