ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულ შტატებში ხსოვნის დღეს აღნიშნავენ.


მაისის ბოლო ორშაბათს შეერთებულ შტატებში ქვეყნისთვის დაღუპულებს მიაგებენ პატივს. ცერემონია ვაშინგტონთან ახლოს, არლინგტონის სასაფლაოზე იმართება.

ხსოვნის დღის ტრადიციას საფუძველი 1868 წელს ჩაეყარა, სამოქალაქო ომის დასრულების სამი წლის თავზე, რომელშიც 600 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. თავდაპირველად ამ დღეს მხოლოდ სამოქალაქო ომში დაღუპულებს მოიხსენიებდნენ. მხოლოდ 50 წლის შემდეგ დაიწყეს სხვა ომებში დაღუპული ამერიკელების მოხსენიება. ხსოვნის დღე ეროვნულ დღესასწაულად ამერიკის კონგრესმა 1971 წელს დააწესა.

ყოველწლიურად ხსოვნის დღის წინა კვირას ვაშნგტონში ათასობით მოტოციკლისტი იკრიბება და ქალაქის ცენტრში, მონუმენტების ირგვლივ წრეს არტყამს, რითაც ომებში დაღუპულებს მიაგებენ პატივს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG