ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მელანია ტრამპის თქმით, კოვიდ-19 მის შვილსაც ჰქონდა


დონალდ, მელანია და ბარონ ტრამპები
დონალდ, მელანია და ბარონ ტრამპები

შეერთებული შტატების პირველი ლედი, მელანია ტრამპი ამბობს, რომ კოვიდ-19 მის 14 წლის ვაჟიშვილს, ბარონ ტრამპსაც ჰქონდა. თუმცა, ბარონს ახალი კორონავირუსის ანალიზზე უკვე უარყოფითი პასუხი აქვს, ისევე როგორც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და თავად მელანიას.

განცხადება ამერიკის პირველმა ოჯახმა ოთხშაბათს გაავრცელა. ინფორმაცია აქამდე მელანია ტრამპის თქმით, ბარონის პირადი სივრცის დაცვის მოსაზრებით არ გასაჯაროებულა.

როგორც კი თვითონ და პრეზიდენტმა კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხი მიიღეს, "ბუნებრივია, მაშინვე ჩვენს ბიჭზე გავიფიქრე" - წერს მელანია ტრამპი. როგორც ირკვევა, ბარონის ტესტზე, 1 ოქტომბერს თავიდან უარყოფითი პასუხი მოვიდა, მაგრამ მოგვიანებით, "ჩემი შიში გამართლდა, როცა ის ხელმეორედ გასინჯეს და პასუხი დადებითი იყო" - ყვება მელანია ტრამპი.

ბარონ ტრამპს სიმპტომები არ ჰქონია. პირველი ლედის თქმით, სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ სამივემ ერთად გაიარა ეს გამოცდილება და მათ მიეცათ "ერთმანეთზე ზრუნვის და ერთად ყოფნის საშუალება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG