ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბოდიში ქალებს, რომლებსაც მე ვაწყენინე," კოენჰაგენის მერი სკანდალის შემდეგ გადადგა


სექსუალური შევიწროების არაერთ ფაქტში მხილებული დანიაში ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი ფრენკ იენსენი ყველა თანამდებობას ტოვებს. მანამ სანამ იენსენი კოპენჰაგენის მერისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოადგილის თანამდებობებს დატოვებდა, განცხადება გააკეთა და რამდენიმე ეპიზოდში დანაშაული აღიარა. გადადგომამდე მან ბოდიში მოუხადა "იმ ქალებს, რომლებსაც მე ვაწყენინე," როგორც ძალადობრის მსხვერპლი ქალები ამბობენ, ფაქტები 2012-17 წლებში დაფიქსირდა.

ფრენკ იენსენი 59 წლის პოლიტიკოსია და ის ერთ-ერთი გავლენიანი პირია დანიაში.

მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაეტოვებინა როგორც, მერის ასევე პარტიული თანამდებობა დანიის პრემიერ-მინისტრი მიესალმა და მას "სწორი გადაწყვეტილება" უწოდა.

ფრედერიკსენი, ამავე პარტიის წევრია და მან აღნიშნა, რომ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში პრობლემებია, "რომელთა გადაჭრაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს."

დანიაში ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი სექსუალური შევიწროების სკანდალი გამჟღავნდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG