ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ჩინეთის მოსალოდნელი სავაჭრო ომი ინვესტორებს აშინებს


გლობალურ საფონდო ბირჟებზე აქციებზე ფასების ვარდნა გრძელდება. ეს პროცესი, სავარაუდოდ, ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომის შიშმა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან ინტერნეტ სავაჭრო გიგანტის "ამაზონის" წინააღმდეგ გაკეთებულმა ვერბალურმა შეტევამ განაპირობა.

ჩინეთის შანხაის საფონდო ინდექსი 0.84-ით დაეცა, მაშინ როდესაც იაპონიის ნიკეის ინდექსი ერთნახევარი პროცენტით შემცირდა. ორშაბათს, ამერიკაში "დაუ ჯონსის ინდუსტრიულმა ინდექსმა" 1.9 პროცენტიანი კლება განიცადა, ხოლო "ნაზდექის" ინდექსი სამი პროცენტით შემცირდა.

ტრამპმა "ამაზონი" უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე სამჯერ გააკრიტიკა. მისი თქმით, ამაზონის ოპერაციები მცირე ბიზნესებს ვნებს, რომლებიც დიდ კომპანიებს ვერ ეჯიბრებიან. ამასთან, ტრამპის თქმით, ამაზონი ამერიკის საფოსტო სამსახურს ძალიან დაბალ გადასახადს უხდის, რაც ქვეყნის ფოსტას აზიანებს.

პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ, ამერიკის ფოსტამ განაცხადა, რომ "ამაზონთან" არსებული კონტრაქტი მათთვის მომგებიანია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG