ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ამერიკელი ჯარისკაცის სასამართლო დაიწყება


ბრედლი მანინგს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ელის

ამერიკელი ჯარისკაცი, რომელმაც სკანდალურ ვებ-გვერდ ვიკილიქსს ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტი მიაწოდა, დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება. ბრედლი მანინგს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ელის. სამხედრო სასამართლო მერილენდის შტატში, ფორტ მედში გაიმართება.
მანინგი 2010 წელს დააპატიმრეს. მან ვიკილიქსისთვის დოკუმენტების გადაცემა აღიარა და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით ამერიკის პოლიტიკის შესახებ საჯარო განხილვების დაწყება სურდა.
XS
SM
MD
LG