ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადატრიალება მალიში


მალიში ამბოხებული ჯარისკაცების ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ პრეზიდენტ ამადო ტომან ტურე დაამხეს. რამდენიმე კვირაში მისი საპრეზიდენტო ვადა იწურებოდა. ამის შესახებ ჯარისკაცების ჯგუფმა დღეს დილით მალის ტელევიზიის ეთერში განაცხადა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის სასახლეში მთელი ღამე სროლის ხმა ისმოდა. სამხედროების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ პრეზიდენტის „არაკომპეტენტური რეჟიმი“ დაამხეს, შეაჩერეს კონსტიტუცია და ქვეყნის მართვის კომიტეტი შექმნეს. ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ მათ იმედი გაუცრუა პრეზიდენტის უმოქმედებმ ქვეყნის ჩრდილოეთში დაწყებულ ამბოხებასთან დაკავშირებით. ამბოხებულებმა რამდენიმე ქალაქი დაიკავეს. ათასობით ადამიანი დევნილად იქცა.

XS
SM
MD
LG