ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაიდანი და მიმდინარე პროტესტის მუხტი


უკრაინელმა აქტივისტებმა, რომლებიც დედაქალაქის თავისუფლების მოედანზე ცვლილებებისთვის იბრძოდნენ, უარი განაცხადეს იმ ადგილის დატოვებაზე, რომელიც თებერვლის აქციების დროს პროტესტის ცენტრი აღმოჩნდა . ამერიკის ხმის ჟურნალისტი გაბე ჯოსელოვი მოგვითხრობს, თუ რა ბედი ელის კიევის მაიდანს და იქ დამკვიდრებულ ხალხს.

ოდესის თავდაცვის ჯგუფის წევრებისთვის რევოლუცია არ დასრულებულა.
ჯგუფის წევრები არ ემორჩილებიან ბრძანებას კიევის ცენტრში ბარიკადების დანგრევის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ მანამ დარჩებიან საკუთარ პოზიციებზე, ვიდრე მთავრობა დაპირებულ რეფორმებს არ განახორციელებს.
ერთ-ერთი მეომარი, კოსტია ამბობს, რომ მან ყველაფერი გაიღო ამ ბრძოლისთვის და ის უკან არ დაიხევს.

კოსტია:
მე სამსახური დავკარგე. ოჯახიდან წამოვედი, დავტოვე ოდესა და არსად აღარ მივდივარ. მე ჩემი სამშობლოს, უკრაინის ერთიანობისთვის ვიბრძოლებ.

სხვადასხვა დაჯგუფებები უკრაინის რეგიონებიდან შეიკრიბნენ, ისინი საკუთარ თავს ასეულებს უწოდებენ.

თებერვლის მოვლენებიდან შემორჩენილი მავთულხლართები და ბარიკადები კვლავ დიდ დაბრკოლებად რჩება.
ახალი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო მიმდინარე კვირაში ოფიციალურად შეუდგება საკუთარი მოვალეობების შესრულებას. ამასობაში მთელი ქვეყნის ყურადღება პრო-რუს სეპარატისტებთან ომმა მიიპყრო. ხელისუფლება მოუწოდებს ხალხს, რომ დამოუკიდებელი და მთლიანი უკრაინისთვის იბრძოლოს.

კონსტანტინ კლიმასშენკო იმ ჯგუფს მეთაურობს, რომელიც პროტესტებისას საჭმელს აკეთებდა.

კონსტანტინ კლიმაშენკო: მთავარი, ადამიანთა გადაადგილება იქნება. აღმოსავლეთის ხალხი აქ ჩამოვა დასასვენებლად ხოლო ჩვენ იქ საომრად წავალთ.

მაიდანს სხვა როლიც აკისრია. საკუთარ მეხსიერებაში, აქტივისტებს მაიდანის პოლიტიკურ არენად გადაქცევა სურთ.

ივან კუკურუძიაკი ამბობს, რომ ვინც ამ ომს შეეწირა, ის ცვლილებებზე მეტისთვის იბრძოდა.

კუკურუძიაკი: „როდესაც იანუკოვიჩი გადადგა, ეს უბრალოდ პროცესის ნაწილი იყო, ეს არ იყო გამარჯვება, ხოლო როდესაც პოროშენკო ხდება პრეზიდენტი, ეს არ არის გამარჯვება. ასე რომ მაიდანი აქტივისტების ადგილი უნდა იყოს, სადაც ხალხი არ დაიშლება სანამ მათი პირობები არ დაკმაყოფილდება.

კუკურუძიაკს სურს მუდმივი ადგილი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც საპროტესტო აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.
მაგრამ ყველა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. ანიტა, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი დაშავებულ აქტივისტებს ეხმარებოდა დემონსტრაციებისას.
ქალაქი მზადაა წინსვლისთვის, და ახალმა მერმა განკარგულება გასცა, რომ ქალაქი გასუფდავდეს. მაგრამ რთული იქნება დაარწმუნო ხალხი, რომ ყველაფერი, რაც მათ სურდათ შესრულებულია.
XS
SM
MD
LG