ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაია ფანჯიკიძის შეხვედრა ამერიკულ საზოგადოებასთან


საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონში მდებარე გერმანიის მარშალის ფონდში მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხა

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის მარშალის ფონდში საგანგებო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის თემა გახლდათ „საქართველოს ახალი ტრანსფორმაცია - საშინაო და საგარეო პოლიტიკის პერსპექტივები და გამოწვევები“.

მაია ფანჯიკიძეს ოპონირებას უწევდა ჟურნალის „უიქლი სტანდარტ“ (The Weekly Standard - ყოვლკვირეული სტანდარტი) მთავარი რედაქტორი, კრისტოფერ კალდუელი. საათნახევრიანი შეხვედრის დასაწყისში სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ნეოკონსერვატიული მიმართულებით ცნობილი ჟურნალის ხელმძღვანელი. დისკუსია მიყავდა გერმანიის მარშალის ფონდის ვიცე-პრეზიდენტს, ივან ვეჯვოდას.

ქართველმა მინისტრმა ახალი ხელისუფლების პირველი ნაბიჯების შესახებ დაგროვილ უამრავ კითხვას გასცა პასუხი. დამსწრეთა შორის იყვნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, ფრიდომ ჰაუზის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის, ფონდის ღია საზოგადოება, რამდენიმე ქვეყნის საელჩოს, უნივერსიტეტების და კიდევ რამდენიმე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG