ვენესუელის შვიდ მილიონზე მეტმა მოქალაქემ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ არაოფიციალურ რეფერენდუმში მიიღო მონაწილეობა. აკადემიური წრეები, რომლებიც რეფერენდუმს აკვირდებოდნენ, აცხადებენ, რომ 98-მა პროცენტმა, ხმა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მმართველობის დელეგიტიმაციას მისცა.
ამომრჩევლებმა პასუხი სამ კითხვას გასცეს. ხმების დიდი უმრავლესობით, მოსახლეობამ ახალი სუპერ საკანონმდებლო ორგანოს შექმნის ინიციატივა უარყო, სამხედროებს არსებული კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდა და 2019 წლის დასაწყისში, მადუროს საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, არჩევნების ჩატარებას დაუჭირა მხარი.
მადურომ რეფერენდუმის შედეგები გააკრიტიკა და ის არაკონსტიტუციურად შეაფასა. მან ასევე გააგრძელა კამპანია 30 ივლისისთვის დანიშნული კენჭისყრისთვის, რომელმაც ახალი ასამბლეის შექმნა უნდა გადაწყვიტოს. დამტკიცების შემთხვევაში, საკანონმდებლო უწყებას კონსტიტუციის შეცვლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დათხოვნის უფლებამოსილება ექნება.
Facebook Forum