ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელაში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს


ვენესუელას საარჩევნო საბჭოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ უმნიშვნელო უპირატესობით გაიმარჯვა. საბჭო აცხადებს, რომ მადურომ ხმების 50.7 პროცენტი დააგროვა. მისმა ოპონენტმა ოპოზიციის ლიდერმა ენრიკე კაპრილესმა კი ხმების 49.1 პროცენტი მოიპოვა.

კაპრილესი არჩევნების შედეგებას არ აღიარებს და ბიულეტენების ხელახალ დათვლას ითხოვს.

მადუროს გამარჯვება მისმა მხარდამჭერებმა კარაკასში ფეირვერკებით აღნიშნეს. საარჩევნო საბჭოს განცხადებით, არჩევნების ბედი 235 ათასმა ხმამ გადაწყვიტა.

შედეგების გამოცხადების შემდეგ შეკრებილ მხარდამჭერებს მადურომ გამარჯვების დაცვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ მისმა ოპონენტმა დამარცხება უნდა აღიაროს და გაითვალისწინოს, რომ არჩევნები 3000 ათასი ხმით წააგო და არა 1-ით.
XS
SM
MD
LG