ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეფერენდუმი მაკედონიაში ქვეყნის სახელს გადაწყვეტს


ივნისის შეთანხმების ხელმოწერა მაკედონიას და საბერძნეთს შორის
ივნისის შეთანხმების ხელმოწერა მაკედონიას და საბერძნეთს შორის

მაკედონის მოსახლეობა ორ თვეში გადაწყვეტს, შეცვალოს თუ არა ქვეყნის სახელი ჩრდილოეთ მაკედონიით. რეფერენდუმის დღედ 30 სექტემბერი გამოცხადდა. კანონმდებლებმა აღნიშნულ ზომას მხარი 120-დან 68 ხმით დაუჭირეს. ოპოზიციამ კი დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ქვეყნის პირველად სახელს მეზობელი საბერძნეთი ეწინააღმდეგება. ათენი შიშობს, რომ მაკედონიას ტერიტორიული პრეტენზიები ექნება საბერძნეთის იგივე სახელის მქონე პროვინციაზე. ამ უთანხმოების გამო, საბერძნეთი მაკედონიის ევროპის კავშირში და ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია.

საბერძნეთი და მაკედონია ივნისში შეთანხმდა, რომ ქვეყნის სახელი შეიცვლება და მას ჩრდილოეთ მაკედონია დაერქმევა. ახლა საბოლოო სიტყვა მაკედონიის მოსახლეობაზეა. თუმცა, რეფერენდუმის ბიულეტენზე ქვეყნის სახელის შეცვლა მხოლოდ ირიბად არის ნახსენები. კითხვა ასეა დასმული: “ეთანხმებით თუ არა ევროპის კავშირში და ნატოში გაწევრიანებას მაკედონიის და საბერძნეთის რესპუბლიკებს შორის მიღწეული შეთანხმების მიღებით”?

Facebook Forum

XS
SM
MD
LG