ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში აცხადებს, რომ მაკედონია „დაუბრუნდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზას". ფედერიკა მოგერინი მაკედონიას ევროკავშირის მიერ გაწეული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
გუშინ სკოპიაში ვიზიტით მყოფმა მოგერინიმ მაკედონიის პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევს მიღწევები შეუქო:
„თქვენ ბევრი რამ გამოიარეთ, კარგი ამბავი კი ისაა, რომ თქვენ დაბრუნდით. ამით ამაყები უნდა იყოთ, გილოცავთ“, უთხრა მოგერინიმ ზაევს.
მოგერინიმ პრემიერ-მინისტრს ასევე მოუწოდა ევროპის კავშირის სტანდარტების შესაფერისი რეფორმების გატარებისკენ.
მოგერინიმ ასევე იმედი გამოთქვა, რომ მაკედონია და საბერძნეთი ქვეყნის სახელწოდებაზე მიმდინარე დავას ევროკავშირის ივნისის სამიტამდე მოაგვარებენ.
საბერძნეთი მაკედონიისგან სახელის შეცვლას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის ნატოში და ევროპის კავშირში წევრობას ბლოკავს. მაკედონიაში ქვეყნის რამდენიმე სახელი განიხილება, მათ შორის ახალი მაკედონია, ზედა მაკედონია და ჩრდილოეთ მაკედონია.
Facebook Forum