ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის შვილს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს


სეიფ ალ-ისლამი, მოამარ კადაფის შვილი
სეიფ ალ-ისლამი, მოამარ კადაფის შვილი

ლიბიის სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა მოამარ კადაფის შვილს სეიფ ალ-ისლამს. საქმე ეხება 2011 წელს მამის წინააღმდეგ დემონსტრანტებისთვის სასიკვდილო პასუხს.

ტრიპოლის სასამართლომ იგივე განაჩენი კიდევ 8 ადამიანს გამოუტანა, მათ შორის დაზვერვის ყოფილ მეთაურს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს.

კადაფის შვილი სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მის წინააღმდეგ საქმე საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოშიცაა აღძრული, რომლის მიხედვითაც ალ-ისლამი კადაფის მმართველობის დროს ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო და ის ყველა მექანიზმით, მათ შორის ძალადობრივი გზებით ცდილობდა საპროტესტო აქციების ჩახშობას.

ლიბიაში საპროტესტო აქციები 2011 წლის თებერვალში დაიწყო, მარტში კი ნატომ საჰაერო შეტევის 7-თვიანი კამპანია დაიწო.

XS
SM
MD
LG