ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლიმპიადას დედოფალი გახსნის


ცერემონიას რეჟისორი დენი ბოილი გადაიღებს

დღეს ლონდონში ოლიმპიური ჩირაღდანი აენთება, რითაც 2012 წლის ოლმპიური თამაშების დაწყება გამოცხადდება. ლონდონში უკვე იმყოფება 10 ათასამდე სპორტსმენი და ასობით ათასი სტუმარი. თამაშებს ოფიციალურად ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედი გახსნის.

სპორტის 26 სახეობაში შეჯიბრი 12 აგვისტომდე გაგრძელდება. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას რეჟისორი დენი ბოილი გადაიღებს, რომლის ფილმმაც „მილიონერი ჯურღმულებიდან“ შარშან ოსკარის ჯილდო მიიღო. სპორტსმენთა აღლუმს საბერძნეთის ნაკრები დაიწყებს და ბრიატეთის გუნდი დაასრულებს.
XS
SM
MD
LG