საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებენ ვაშინგტონში. ამერიკის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული უმკაცრესი განცხადებების შემდეგ, ამერიკის დედაქალაქში ქართველი პოლიტიკოსებისათვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე საუბრობენ.