დღეს კონგრესის საკომიტეტო მოსმენაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სამი მაღალჩინოსანი წარდგება. მოსმენა გასულ წელს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკის დიპლომატიურ მისიაზე განხორციელებულ თავდასხმას შეეხება. ერთერთი მათგანი გირგორი ჰიკსია, რომელიც ბენღაზიში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
ერთერთი მთავარი კითხვა, რომელიც 2012 წლის 11 სექტემებრის თავდასხმასთან დაკავშირებით ისმის, არის ის, თუ რატომ არ გაიგზავნა ამერიკის სამხედრო ძალები ბენღაზიში საკონსულოს დასახმარებლად. რესპუბლიკელი კონგრესმენები პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას და კერძოდ, ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს საზოგადოების არასწორად ინფორმირებაში სდებენ ბრალს.