ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განცხადებით ლიბიის დაბომბვა კიდევ სამი თვე გაგრძელდება, რადგან ამ ქვეყნის ლიდერი უარს აცხადებს გადადგომაზე.
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს კადაფის რეჟიმზე ზეწოლას. ისეთი პირი უჩანს, რომ ნატოს საჰაერო ოპერაციები ლიბიაში სექტემბრამდე გაგრძელდება.
ამასობაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩადის, სადაც ის ლიბიაში მიმდინარე კონფლიქტს განიხილავს.
ლიბიის მთავრობის განცხადებით ნატოს დაბომბვების შედეგად სულ ცოტა 718 ადამიანი დაიღუპა და 4000 დაიჭრა.