საარტილერიო ცეცხლის გახსნამ ოჯახის სამი წევრი იმსხვერპლა ლიბიის ქალაქ სირტში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავის დაღწევას ცდილობდა დროებითი მთავრობის შეიარაღებულ ძალებსა და მუმარ კადაფის მომხრეებს შორის გამართული ბრძოლიდან.
მედ-პერსონალის განცხადებით, მანქანას, რომლითაც დაღუპული ოჯახის წევრები მგზავრობდნენ, ცეცხლი მაშინ გაუხსნეს როდესაც მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქიდან გამოსვლას ცდილობდნენ.
პარალელურად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ნება დართეს ქალაქში შესვლაზე. კომიტეტის წარმომადგენელთა თქმით მათ სირტის საავადმყოფოს სამედიცინო აღჭურვილობასთანერთად გენერატორი-სათვის 400 ლიტრი საწვავი გადასცეს.
ქალაქი სირტი მუამარ კადაფის მომხრეების ერთ-ერთ ბოლო დასაყრდენ ადგილად კვლავ რჩება, სადაც ეროვნული გარდამავალი საბჭოს მებრძოლებსა და მუამარ კადაფის შეიარაღებულ მხარდამჭერებს შორის ინტენსიური ბრძოლები მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.