ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიას აშშ-ს მაღალი რანგის დიპლომატი სტუმრობს


ლიბიას აშშ-ს მაღალი რანგის დიპლომატი სტუმრობს
ლიბიას აშშ-ს მაღალი რანგის დიპლომატი სტუმრობს

ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს თავმჯდომარე მუსტაფა აბდელ ჯალილი ტრიპოლიში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯეფრი ფელტმანს ხვდება.

ეს შეერთებული შტატების ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატის ოფიციალური ვიზიტია ლიბიაში, მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ.

სამშაბათს მსოფლიო ბანკმა აღიარა ლიბიის ახალი ხელისუფლება და მასთან მუშაობის სურვილი გამოთქვა, რაც ამ ქვეყნის საბანკო სექტორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაკავშირებას ითვალისწინებს.

ამასობაში კადაფის ერთ-ერთი ვაჟი საადი, რომელიც კვირის დასაწყისში ნიგერში გადავიდა ამ ქვეყნის ხელისუფლებამ დააპატიმრა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საადის შემდეგომი ბედი ნიგერის და ლიბიის ახალმა მთავრობამ უნდა გადაწყვიტონ.

ცენტრალური აფრიკის ამ სახელმწიფოს ორი სექტემბრის შემდეგ კადაფის უახლოესი გარემოცვის 32 წევრმა შეაფარა თავი.

XS
SM
MD
LG