ლიბიელი ამბოხებულების განცხადებით, მუამარ კადაფის მომხრე ძალებმა ტუნისის საზღვრის სიახლოვეს სარაკეტო შეტევა მიიტანეს ოპოზიციის მებრძოლებზე. სააგენტო “როიტერს“ თვითმხილველთა განცხადებები მოყავს. მათი თქმით, რაკეტები ტუნისის ტერიტორიაზეც დაეცა, რამაც შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვიოს. პირველად ლიბიის მხრიდან გაშვებული რაკეტები ტუნისის ტერიტორიაზე 17 მაისს დაეცა. ამის შედეგად ტუნისის მთავრობამ გაეროს მიმართა და ლიბიის მტრული ქმედების დაგმობისკენ მოუწდა. მას შემდეგ, რაც ლიბიაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა, ლიბიის სამთვრობო ძალებს ტუნისის მესაზღვრეებთან მცირე შეტაკებებიც უწევთ ხოლმე.
პოპულარული
1