ლიბიის დროებითი მთავრობის განცხადებით, დამხობილი ლიდერის მუამარ კადაფის ცხედარი საიდუმლო ადგილზე დამარხეს. მასთან ერთად ასევე დაკრძალეს მისი შვილი მუთასიმის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის აბუ ბაქრ იონის ცხედრებიც. კადაფის გვამი ქალაქ მისრატაში ერთერთ მაცივარში იყო დასვენებული და მის სანახავად მოსახლეობის რიგები იდგა. ამავდროულად, უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ ქალაქ სირტის რაიონში უამრავი უკონტროლო იარაღია მიმოფანტული. „ჰუმან რაითს უოჩმა“ „ხმელეთი -ჰაერის“ ტიპის რაკეტები, ტანკები და ყუმბარები აღმოაჩინა.
ამავე თემაზე
პოპულარული
1