ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბია სასამართლოს ლეგიტიმურობას არ ცნობს


ლიბია სასამართლოს ლეგიტიმურობას არ ცნობს
ლიბია სასამართლოს ლეგიტიმურობას არ ცნობს

საერთაშორისო სასამართლოს უფროსმა პროკურორმა ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფის თამაშემწეებს მისი დაკავება და სასამართლოსთვის გადაცემა მოსთხოვა.

ლუის მორენო-ოკამპომ ეს განცხადება ჰააგას სასამართლოს მიერ კადაფისა და მისი ორი უახლოესი ლეიტენენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა და მათ ომის დანაშაულების ჩადენაში დასდო ბრალი.

ლიბიის იუსტიციის მინისტრმა მოჰამედ ალ ქამუდიმ განაცხადა, რომ ლიბია სასამართლოს ლეგიტიმურობას არ ცნობს:

„ეს სასამართლო ნატოს ოპერაციის ნაწილია. ნატომ არაერთხელ განაცხადა, რომ ის მზადაა ჩვენი ლიდერი და მისი ოჯახი მოკლას. ნატოს ეს მოქმედებები დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.“

მორენო-ოკამპოს განცხადებით, ნატოს ძალებს, რომლებიც ლიბიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ, არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნიათ იმისთვის, რომ კადაფი დააპატიმრონ.

XS
SM
MD
LG