თურქეთის და კატარის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით ისინი წყვეტენ ლიბანის პოლიტიკურ კრიზისში მედიატორთა როლის შესრულებას სანამ არ გაივლიან კონსულტაციებს საკუთარ მთავრობებთან.
აჰმედ დავუთოღლუს და შეიხ ჰამად ბინ ჯასიმ ალ-თანის განცხადებით ისინი კრიზისის მოგვარებას სირია-საუდის არაბეთის ინიციტივის ფარგლებში ცდილობდნენ.
თავის მხრივ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუდ ალ-ფაისალმა განაცხადა რომ სიტუაცია ლიბანში ფეთქებად საშიშია და ქვეყანა შესაძლოა რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დაიშალოს.