დღეს სირიის დედაქალაქის გარეუბანში ავტომობილის აფეთქების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა.
დღევანდელ აფეთქებას წინ უძღოდა ოთხშბათს დამასკოში სირიის შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმა, რომელსაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა პირველად აღიარა, რომ ასადი ქვეყანაში კონტროლს კარგავს და სირიის ოპოზიცია სავარაუდოდ გაიმარჯვებს.
თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეშფოთებას გამოხატავს, რომ ვაშინგტონმა სირიის ეროვნული კოალიცია სირიელი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად აღიარა:
ლავროვის განცხადებით, შეერთებული შტატების მიერ კოალიციის ლეგიტიმურობის აღიარება, ოპოზიციის მხარდაჭერას ნიშნავს. მინისტრმა ასევე დაადანაშაულა დასავლეთი სირიის მიმართ რუსეთის პოზიციის დაკნინებაში, რაც ახლო აღმოსავლეთში რუსეთის გავლენის შესუსტების მცდელობაა.