ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი ეგვიპტის სტაბილურობაზე საუბრობს


ლავროვი ამბობს, რომ მისი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ეგვიპტეში სტაბილურობის დამყარება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ მისი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ეგვიპტეში სტაბილურობის დამყარება. ის რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად პრინციპული მნიშვნელობის ვიზიტით ეწვია ქაიროს ეგვიპტელ კოლეგებთან მოლაპარაკების გასამართად.

ხუთშაბათის შეხვედრა შედგა ეგვიპტესა და მის დიდი ხნის მთავარ მხარდამჭერ, შეერთებულ შტატებს შორის დაჭიმული ურთიერთობების ფონზე. გასულ თვეში შეერთებულმა შტატებმა, ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობის საპასუხოდ ეგვიპტეს გაუყინა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების, ძირითადად სამხედრო დახმარება.

ეგვიპტის არმიამ ივლისში დაამხო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მოჰამედ მორსი და დაიწყო მისი მომხრეების შევიწროება, რამაც ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

გარდამავალმა მთავრობამ კონტროლის აღსადგენად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ღამის კომენდანტის საათი დააწესა. სამი თვის შემდეგ ეს ზომები ხუთშაბათს უნდა გაუქმებულიყო.
XS
SM
MD
LG