ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაშარ ალ ასადი რეფორმების გატარებისთვის მზადაა


ბაშარ ალ ასადი რეფორმების გატარებისთვის მზადაა
ბაშარ ალ ასადი რეფორმების გატარებისთვის მზადაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი დაპირებული რეფორმების გატარებას დაიწყებს და ასევე მალე რეფერენდუმის დღესაც დანიშნავს, რომელზეც მოსახლეობა კონსტიტუციურ ცვლილებებს- პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ფართო უფლებებს უყრის კენჭს.

დამასკოში ვიზიტით მყოფმა ლავროვმა ბაშარ ალ ასადთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა ქვეყანაში ძალადობის ესკალაციის საკითხიც განიხილეს. მან აქვე დასძინა, რომ სირიის პრეზიდენტი მხარს უჭერს არაბული ლიგის დამკვირვებლების მისიის გაგრძელებას და მზადაა ოპოზიციასთან დიალოგისთვის. თუმცა დღემდე ოპოზიციასთან დიალოგის მცდელობა, როგორც არაბული ლიგის ისე რუსეთი თანადგომით, წარუმატებელი აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG