ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლას-ვეგასის პოლიციამ სავარაუდოდ, მკვლელის მანქანას მიაგნო


ლას-ვეგასის პოლიცია იტყობინება, რომ ლას-ვეგასში მომხდარი მასობრივი მკვლელობის გამოძიების პროცესში მიაგნეს მანქანას. პოლიციის ცნობით, ნაპოვნია "ჰიუნდაი ტაქსონის" ავტომობილი ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ რენოში, სახლში, სადაც მკვლელი სტივენ პადოკი მეგობარ ქალთან ერთად ცხოვრობდა.

იმ სასტუმროს თანამშრომლებმა კი, საიდანაც სტივენ პედოკმა კონცერტის მონაწილეებს ესროლა, აღნიშნეს, რომ მასობრივი მკვლელობის ჩადენამდე, სასტუმროს სტუმარმა სტივენ პედოკმა სპეციალურად შეუკვეთა ოთახი შენობის ზედა სართულზე, რომელსაც თვალწინ ეშლებოდა საკონცერტო მოედანი.

გამოძიება გრძელდება და შესაბამისი სამსახურები ჯერაც ეძებენ მკვლელობის მოტივს, ამბობენ, რომ პროგრესი აქვთ, თუმცა ჯერჯერობით მაინც არ იციან რამ უბიძგა 64 წლის პადოკს ასეტი მასშტაბური დანაშაულისკენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG