ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჯაფაროვი და მისი ტაჯიკი კოლეგა, ემომალ რახმონი, ცეცხლის შეწყვეტასა და ჯარების უკან დახევაზე შეთანხმდნენ. უზბეკეთში გამართულ შეხვედრაზე მიუღწეული შეთანხმების შესახებ, ინფორმაცია ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ შეტაკებები მაშინ მოხდა, როცა ლიდერები რუსეთისა და ჩინეთის ხელმძღვანელობით, რეგიონული ორგანოს სამიტს სამარყანდში, უზბეკეთში ესწრებოდნენ.
შეტაკებებისას, ტაჯიკეთის მხრიდან, სამოქალაქო პირი დაიღუპა, სამი დაშავდა. ამასთან, ოფიციალური პირები, კვირის დასაწყისში, ორი მესაზღვრის მკვლელობის შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას. ყირგიზეთი 31 დაჭრილის შესახებ იუწყება.
ყირგიზეთმა განაცხადა, რომ ტაჯიკეთის ძალები ტანკების, ჯავშანტექნიკის და ნაღმტყორცნების გამოყენებით შევიდნენ ყირგიზეთის ერთ სოფელში და ყირგიზეთის ქალაქ ბატ კენის აეროპორტი და მიმდებარე ტერიტორიები დაბომბეს.
თავის მხრივ, ტაჯიკეთმა ყირგიზეთის ძალები, „მძიმე შეიარაღებით“ ფორპოსტსა და შვიდი სოფლის დაბომბვაში დაადანაშაულა.
მოსკოვი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. ორივე ქვეყანა, რუსულ სამხედრო ბაზებს მასპინძლობს.
ორ ქვეყანას შორის, ცუდად გამოკვეთილი საზღვრის გამო შეტაკებები ხშირია, მაგრამ, როგორც წესი, დეესკალაცია სწრაფად ხდება.
ცენტრალურ აზიაში, სასაზღვრო პრობლემები დიდწილად საბჭოთა ეპოქიდან მომდინარეობს, როდესაც მოსკოვი რეგიონის გაყოფას ეთნიკურ ჯგუფებს შორის ცდილობდა, რომელთა დასახლებები ხშირად სხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის მდებარეობდა.