ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადი ქურთებთან პრობლემის მოგვარებას ცდილობს


ერაყის ავტონომიურ ზონაში დაპირისპირების მიზეზი ნავთობით მდიდარი ტერიტორიებია

ერაყის ცენტრალური ხელისუფლება და ქურთების ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერები ცდილობენ დაძაბულობა განტვირთონ და სადავო ტერიტორიიდან სამხედრო ძალები გაიყვანონ.

ერაყის სამხედრო წარმომადგენლის განცხადებით, მხარეები მზად არიან ფედერალური და ქურთი რეგიონალური ოფიცრების კომიტეტები შექმნან, რათა ერაყის სადავო ტერიტორიაზე ვითარება განმუხტონ.

წლის დასაწყისში ერაყის ცენტრალურმა მთავრობამ სადავო ტერიტორიებზე ჯარების რაოდენობა გაზარდა, რამაც ერაყელი ქურთი ლიდერების აღშფოთება გამოიწვია. ერაყში ქურთულ ავტონომიურ ზონაში დაპირისპირების მიზეზი ნავთობით მდიდარი რაიონებია.
XS
SM
MD
LG