ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქურთული რეფერენდუმის მოწინააღმდეგეები მის გაუქმებას ითხოვენ


ქურთული რეფერენდუმი
ქურთული რეფერენდუმი

ერაყის უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თხოვნა გადაედო ქურთისტანის რეგიონის რეფერენდუმი დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, რომელიც ამ თვის ბოლოს იგეგმებოდა. სასამართლოს განცხადებით, რეფერენდუმი მანამ გადაიდება, სანამ სასამართლო არ განიხილავს მის კონსტიტუციასთან შესაბამისობას. პრემიერ-მინისტრი აბადი, რეფერენდუმის ჩატარებას ეწინააღდეგება, მისი განცხადებით, რეფერენდუმს შესაძლოა „სიტუაციის ესკალაცია“ მოჰყვეს.

თუმცა, ქურთული რეგიონალური მთავრობა აგრძელებს რეფერენდუმის გადადების მოთხოვნის უგულვებელყოფას. ხოლო ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია ბერკეტები საკუთარი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის.

ქურთულ რეფერენდუმს ასევე ეწინააღმდეგება თურქეთი. თურქეთის პრემიერის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ეს „გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. თურქეთი ერაყის ქურთულ რეგიონს ესაზღვრება და ანკარა შიშობს, რომ რეფერენდუმი თურქეთშიც გამოიწვევს სიტუაციის გამწვავებას. რეფერენდუმს ასევე ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG