ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეხმარება, თუ არა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას სარაკეტო ტექნოლოგიით, კრემლი კითხვას უპასუხოდ ტოვებს


კრემლში უარს ამბობენ, უპასუხონ კითხვას ეხმარება, თუ არა რუსეთი ჩრდილოეთ კორეას განავითაროს სარაკეტო და სხვა ტიპის სამხედრო ტექნოლოგიები.

ჟურნალისტებს ეს კითხვა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ფხენიანმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ „მსოფლიოს ყველაზე მძლავრი სტრატეგიული იარაღის“ საცდელი გაშვება ხუთშაბათს მოხდა.

მოსკოვსა და ფხენიანს შორის კავშირები ბოლო წლებში და თვეებში ანალიტიკოსების შეფასებით მნიშვნელოვნად გამყარდა. პენტაგონმა და ნატომ კი გასულ კვირას დაადასტურეს, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები, მათ შორის ელიტური რაზმის წევრები, რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებიან. სეულსა და კიევში უკვე თვეზე მეტია ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში სამხედროები გაგზავნა.

მიუხედავად სეულის, კიევის, ვაშინგტონისა და ბრიუსელის განცხადებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებისა, მოსკოვში ამ დრომდე არ აღიარებენ იმყოფებიან, თუ არა ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები რუსეთში. თავდაპრველად, კრემლმა ამ ტიპის ინფორმაცია უარყო, მას შემდეგ რაც ნატომ და პენტაგონმა ჩრდილოეთ კორეელების რუსეთში ყოფნა დაადასტურა. კრემლში ამ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

”მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, ეს არის სპეციალიზებული ინფორმაცია და თქვენ უნდა ჰკითხოთ თავდაცვის სამინისტროს”.

ვლადიმირ პუტინმა, რუსეთის პრეზიდენტმა კი თქვა, რომ მოსკოვის გადასაწყვეტია გამოიყენებს, თუ არა ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებს უკრაინასთან ომის დროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG