კოსოვოს პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის აეროზოლი გამოიყენა. დედაქალაქ პრიშტინაში გამართული აქციაზე ევროკავშირის მედიატორობით სერბეთთან მოლაპარაკებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები კოსოვოს პრემიერ მინისტრის ნაბიჯს გმობენ, რომელიც პარასკევს სერბ კოლეგას ბრიუსელში შეხვდა. მოლაპარაკებაზე მედიატორის როლში ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი, კეტრინ ეშტონი იმყოფებოდა.
მას შემდეგ, რაც მომიტინგე ნაციონალისტებმა ქვების სროლა დაიწყეს, პოლიცია იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა. დაზარალებულებს შორის 18 პოლიციელი და დემონსტრაციის რამდენიმე მონაწილეა. დაპატიმრებულთა სიაში რამდენიმე ულტრანაციონალისტი კანონმდებელიც აღმოჩნდა, რომლებიც პროტესტს რამდენიმე ხნით ადრე შეუერთდნენ.