ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვომ უნდა განახორციელოს სერბეთის სამშვიდობო შეთანხმება ნატოში გაწევრიანებამდე - ამერიკელი სენატორები


კოსოვომ უნდა განახორციელოს დასავლეთის შუამავლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმება სერბეთთან, თუ მას სურს მიაღწიოს თავის მიზანს და შეუერთდეს ნატოს სამხედრო ალიანსს, განაცხადა ორშაბათს პრიშტინაში მყოფმა ორმა ამერიკელმა სენატორმა.

ამერიკელი დემოკრატი სენატორები კრის მერფი და გარი პიტერსი, მოუწოდებენ ორ ქვეყანას სწრაფად იმოქმედონ, მარტში ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიხედვთ. მერფი და პიტერსი კონგრესის დელეგაციის იმ შემადგენლობაში არიან, რომლებიც ახლა ბალკანეთს სტუმრობს.

"გზა (კოსოვოს) ნატოსა და ევროკავშირისკენ გადის სერბეთთან შეთანხმებით. ეს მყარი ფაქტია", - განუცხადა მერფიმ პრიშტინაში ამერიკის საელჩოში ჟურნალისტებს.

კოსოვოს, რომელმაც სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, ნატოს ოთხი წევრი: რუმინეთი, ესპანეთი, საბერძნეთი და სლოვაკეთი სახელმწიფოდ არ აღიარებენ.

მერფიმ თქვა, რომ ოთხივე ქვეყნის დარწმუნებაა შესაძლებელი, თუ სერბეთთან უთანხმოება მოგვარდება. „ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ეს შეთანხმება შესრულდება და განხორციელდება“, - განაცხადა მან.

მიუხედავად მარტში მიღწეული შეთანხმებისა, პროგრესი ამ მიმართულებით არ დაფიქსირებულა. განსაკუთრებუთ მძიმეა სიტუაცია ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც 50,000-მდე სერბი, კოსოვოს ქვეყანად არ აღიარებს.

ვაშინგტონი კოსოვოს მთავარი მხარდამჭერია, როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანასურად. ახლა კოსოვოში, დაახლოებით, ნატოს 4,000 სამხედრო დგას, მათგან 600-მდე ამერიკელი ჯარისკაცია. ნატოს მისია კოსოვოში, გართულებული სამშვიდობო სიტუაციის სამართავადაა წარგზავნილი.

XS
SM
MD
LG