ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი: საჭირო კომპრომისული ნაბიჯებით დემოკრატიის შენარჩუნება მოხერხდა


კონგრესმენი ადამ კინზინგერი, მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციური პარტიებს შორის საარჩევნო სისტემაზე შეთახნმებას განცხადებით გამოეხმაურა. სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერილი კომენტარის შემდეგ, კონგრესმენის ოფიციალურ წერილობითი განცხადებაც გამოაქვეყნა.

"როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ვამაყობ, რომ ვითამაშე როლი ამ დისკუსიის მიმდინარეობაში და მე ვრჩები მზად დავეხმარო საქართველოს დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორად. ეს შეთანხმება გაამტკიცებს მათ [საქართველოს] დემოკრატიას და დააეხმარება მათ [ქართველებს] ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ ნატოს პარტნიორობას და საბოლოო წევრობას. მე მოველი მომავალში საქართველოში კიდევ ერთხელ სტუმრობას, ამ პოზიტიური მიმართულებით ჩვენი სვლის კვალდაკვალ", - განაცხადა კინზინგერმა.

რესპუბლიკური კონგრესმენის თქმით, მიუხედავად სირთულისა, კომპრომისით დემოკრატიის შენარჩუნება მოხერხდა.

"დემოკრატია ადვილი არაა - ეს რთული სამუშაოა, თუმცა ის, ეჭვების გაერშე, ამად ღირს. მე მინდა მივულოცო ქართველ ხალხს რომ მათ მიაღწიეს ამ პრო-დემოკრატიულ რეფორმებს, რის მისაღწევადაც დიდიხანია იბრძვიან. მივესალმები მოლაპარაკებების ყველა მხარის მცდელობას, მათ შორის, [პარლამენტის] სპიკერის არჩილ თალაკვაძის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ელჩი კელი დეგნანის ხელმძღვანელობით. ამ შეთანხმებამდე დიდი გზა განვლეთ, თუმცა კომპრომისით და მზადყოფნით, საჭირო ნაბიჯები დემოკრატიის შესანაჩუნებლად, საბოლოოდ მიღწეულია", - განაცხადა კონგრესმენმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG