ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განაჩენი ტიმოშენკოს ადვოკატის წინააღმდეგ


სასამართლოს გადაწყვეტილებით ვლასენკოს არ აქვს უფლება პარლამენტის წევრობა და ადვოკატობა ერთმანეთს შეუთავსოს

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ადვოკატმა პარლამენტში ადგილი დაკარგა.

ოთხშაბათს უკრაინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სერჟ ვლასენკო არალეგალურად უთავსებს პარლამეტის წევრობას და ადვოკატობას ერთმანეთს, რის გამოც მას პარლამენტში უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

სასამართლომ საქმე პარლამენტის წევრის საჩივრის გამო აღძრა, რომელშიც ვლასენკოს მისი კოლეგა კანონმდებლის მოვალეობის პარალელურად, არალეგალურ იურიდიულ საქმიანობაშჲ ადანაშაულებდა.
XS
SM
MD
LG