ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საუდის არაბეთის დიპლომატის გატაცებაზე პასუხისმგებლობა ალყაიდამ აიღო


საუდის არაბეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ალ ყაიდამ გასულ თვეს იემენში საუდის არაბეთის დიპლომატის გატაცების პასუხიმგებლობა აიღო. ალ ყაიდა დიპლომატის მოკვლით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ არ გაათავისუფლებენ მის მებრძოლებს. არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ ყაიდას ტერორისტული ქსელის რეგიონალური ფილიალიდან, იემენში მდებარე საუდის არაბეთის საულჩოს ტელეფონით დაუკავშირდნენ და თავიანთი მოთხოვნა წაუყენეს. არსებული ინფორმაციით სატელეფონო საუბარი მიმდინარეონდა ძებნილ ტერორისტთან, მაშაალ რაშიდ ალ შავდახისთან. რაც შეეხება დიპლომატის გაუჩინარებას, ის 28 მარტს საკუთარი სახლის სიახლოვეს, ქალაქ ადენიდან გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG