“ღია რუსეთი”, ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია, როემლიც კრემლის კრიტიკოსის, მიხელ ხოდორკოვსკის მიერაა დაარსებული და დაფინანსებული, რუსეთში საქმიანობას წყვეტს.
ინფორმაცია ამის შესახებ, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრეი პივორავოვმა გაავრცელა. მისი თქმით, ორგანიზაცია წყვეტს საქმიანობას იმ კანონის გამო, როემლიც რუსეთის დუმამ "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ მიიღო. ამ ნაბიჯით ოპოზიციონერები თავიანთი გუნდის წევრების დაცვას ცდილობენ.
"არ გვჭირდება ახალი ჯარიმები და სისხლის სამართლის საქმეები, ჩვენი მხარდამჭერების დაცვა გვინდა",- თქვა პივოვაროვმა.
გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადებამდე, დაახლოებით, ერთი კვირით ადრე, პოლიციამ ორგანიზაციის ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა.
"ღია რუსეთის” თქმით, მისი აქტივისტები სახელმწიფოსგან მუდმივად იყვნენ წნეხის ქვეშ. კანონი "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ კი უფრო ამარტივებდა პოლიციისა და სხვა სახელმწიფო ორგანოებისგან მათზე წეზოლას.
"არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ კანონი 2015 წელს მიიღეს. ეს კრიტიკოსების შეფასებით, იმ არასამთავრობო და ოპოზიციურად განწყობილი ორგანიზაციების წინააღმდეგ საბძროლველადაა მიმართული, ვინც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებს და კრემლის იდეოლოგიას არ იზიარებს.