ყაზახეთის მთავრობის განცხადებით, უზბეკეთის საზღვარზე მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ქვეყნის საზღვრის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გარდაიცვალა.
ყაზახეთის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქვეყნის სამხრეთით ნაწილში მდებარე ქალაქის აეროპორტში დაშვებისას, რუსეთში დამზადებული თვითმფრინავი რადარიდან გაუჩინარდა. ეკიპაჟის 7 წევრი და 19 უსაფრთხოების აგენტი, პოლკოვნიკ ტურგანბეკ სტამბეკოვთან ერთად ავიაკატასტროფის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ.
ყაზახეთის მთავრობა აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება, თუმცა კატასტროფის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ უამინდობა გახდა.
ავიაკატასტროფა ყაზახეთში
ეკიპაჟის 7 წევრი, 19 უსაფრთხოების აგენტი და პოლკოვნიკი ტურგანბეკ სტამბეკოვი ადგილზე დაიღუპნენ