ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კეზერაშვილი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს


ადვოკატი ადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის სასამართლომ გაათავისუფლა

საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი -დავით კეზერაშვილი- დარბაზიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ინფორმაციას კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი ავრცელებს. მისი თქმით, პროკურორი ექსმინისტრის ექსტრადირებას არ ემხრობოდა და მოსამართლემ მას თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიება -პატიმრობა- გირაოთი შეუცვალა. გირაოს ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ესენია რიყის და „ტელე იმედის“ გასხვისების და ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმეები. ის საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს.
XS
SM
MD
LG