ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მშვიდობის მცირე იმედი ახლო აღმოსავლეთში


ისრაელს და პალესტინელებს შორის სიტუაციის ესკალაციის ბოლო შემთხვევების მიუხედავად, რეგიონში მრავალწლიანი დაპირისპირების დასრულების მცირე იმედი გაჩნდა. ისრაელის ახალი თავდაცვის მინისტრი, ულტრა ნაციონალისტი ავიგდორ ლიბერმანი ამბობს, რომ ის მხარს უჭერს „ორი ქვეყნის ორი ხალხის“ თანაცხოვრების გზას, როგორც კრიზისიდან გამოსავალს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც შედარებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრის განცხადება გზას უხსნის კონფლიქტის დარეგულირების მცირე, მაგრამ მაინც - შანსს. დღეს პარიზში გამართულ მინისტერიალზე დღის წესრიგში მთავარ თემად სწორედ ისრაელს და პალესტინელებს შორის არსებული დაძაბულობის მშვიდობიანი მოგვარების გზებია.

XS
SM
MD
LG