ყაზახეთის ლიდერმა მოსახლეობას 3 აპრილს ვადამდელი არჩევნების ჩატარება შესთავაზა.
პარასკევს, პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერა დეკრეტს ნაადრევი არჩევნების შესახებ. 70 წლის ლიდერის საპრეზიდენტო ვადა 2012 წელს სრულდება. მან უარი განაცხადა რეფერენდუმის მოთხოვნაზე, რომელიც მას ამ თარიღს 2020 წლამდე გაუზრდიდა.
ყაზახეთის პარლამენტი ამ სკანდალური რეფერენდუმის ჩატარებას ჯერ კიდევ უჭერს მხარს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ მაშინათვე უარყო მათი განაცხადი.
აშშ-ის ადმინისტრაციამ რეფერენდუმს დემოკრატიის რეგრესი უწოდა.
პრეზიდენტი ნაზარბაევი ქვეყანას მთელი მისი დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე მართავს. თუკი მისი ძალაუფლება 2020 წლამდე გაგრძელდება, ეს ვადა 30 წელს გადააჭარბებს.